Abstract
In Georgia, the question of academic freedom emerged only after the country gained independence from the Soviet Union in 1991 and its universities could begin reckoning with a heavy past of ideological pressure, censorship, governmental control and top-down management. Despite official declarations of the right to academic freedom and its recognition within Georgia’s legal framework, actual practice in the country’s higher education system tells a different story. The paper draws on qualitative data obtained from sixteen academics representing diverse institutions and disciplines, as well as the secondary data including educational legislation, government regulations, ministers’ decrees, various reports from non-governmental organisations, think tanks and media archives. The findings of this paper reflect how academic freedom is understood in Georgia and two major threats to its exercise in universities, namely, interference from external politics and internal managerialism. We argue that academic freedom as a concept does not yet have its own place in Georgia’s higher education system, protected de jure but with different de facto realities. The paper sheds light on how Soviet legacies of self-censorship, hidden mechanisms of control and a culture of conformity continue to create tensions inside universities and an environment in which academic freedom cannot flourish.
აკადემიური თავისუფლების საკითხი საქართველოში მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა აქტუალური. 1991 წლიდან ქართულ უნივერსიტეტებში საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლების პროცესი დაიწყო, რომელიც გულისხმობდა იდეოლოგიური წნეხისგან, ცენზურისგან, მთავრობის კონტროლისგან და ცენტრალიზებული მართვისგან თავის დაღწევას და ეს პროცესი დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებისათვის აკადემიური თავისუფლების ცნება საკმაოდ ადრე გახდა ოფიციალური დოკუმენტაციის ნაწილი საქართველოში, ამ ცნებამ ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა სათანადო ადგილი ქვეყნის უმაღლესი განათლების სიტემაში. ამ სტატიაში ჩვენი მთავარი არგუმენტია, რომ აკადემიური თავისუფლება საქართველოში გახდა ცარიელი ფრაზა, რომელიც, მართალია, de jure არის აღიარებული, მაგრამ ის არ შეესაბამება რეალურ, de facto პრაქტიკას. სტატია დაფუძნებულია თვისებრივ კვლევაზე, რომლის ფარგლებშიც ავტორებმა შეისწავლეს თექვსმეტი პროფესორ-მასწავლებლის პასუხები საკვლევ თემაზე დასმულ კითხვებზე. რესპონდენტები წარმოადგენდნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგს და სხვადასხვა კერძო და საჯარო უნივერსიტეტს თბილისის მასშტაბით. გარდა ემპირიული ნაწილისა, ავტორებმა გაანალიზეს მეორადი მონაცემები ლეგალურ დოკუმენტებზე, სამთავრობო რეგულაციებზე, მინისტრის ბრძანებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, მონაცემთა ბაზებში არსებულ სასამართლო დოკუმენტებზე, უნივერსიტეტების ვებგვერდებისა და ქართული პრესის არქივებზე დაყრდნობით. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ორი ძირითადი საფრთხე, რომელიც ექმნება აკადემიური თავისუფლების განხორციელებას: ეს არის გარედან პოლიტიკური ჩარევა და მენეჯერიალიზმი უნივერსიტეტების შიგნით. სტატია ნათელს ჰფენს საბჭოთა მემკვიდრეობის ნარჩენებს უნივერსიტეტში, როგორებიცაა თვით-ცენზურა, კონტროლის ფარული მექანიზმები, კონფორმისტული კულტურა, რაც, თავის მხრივ, პრობლემას უქმნის აკადემიური თავისუფლების პრინციპების განხორციელებას უმაღლესი განათლების სისტემაში.